საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის
ფარგლებში, შეხვედრა გამართადიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დაგატარებულ რეფორმებზე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წარმატებულადაა აღიარებული.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, რაც ეკონომიკური განვითარების გარანტიაა.
„ჩვენ ვხედავთ თქვენს პროგრესს და ვაფასებთ თქვენს მისწრაფებებს. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაკონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას “- განაცხადა საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისხელმძღვანელი ჯონათან ჯანოგლიმ.
„ბრიტანეთთან ჩვენი ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენდა ვუფრთხილდებით და ვაძლიერებთამ კავშირებს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და განათლების მიმართულებით", - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ყურადღება გაამახვილა ერთობლივ კომუნიკეზე, რომელიც დელეგაციისვიზიტის ბოლოს იქნება მიღებული ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის და რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდროთანამშრომლობის დადასტურებას, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარდაჭერას . კომუნიკე ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთოინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო ნატოში საქართველოს მომავალ წევრობას და ქვეყნის კონტრიბუციას უსაფრთხოებისა და სტაბილურობისსფეროში როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში.
შეხვედრაში, სოფიო ქაცარავასთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ზვიადკვაჭანტირაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობდნენ.
