კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
მათ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს.
სავარაუდოდ, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას კოალიცია დღეს საბოლოოდ დაასრულებს.
უკვე დასახელებული არიან, „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატები, იმერეთის მხარეში, გურიაში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და სხვადასხვა რაიონებში.
გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე, ივანიშვილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც წარადგენს.
