დავით დონდუამ საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა
დავით დონდუამ საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა
22:45 24.05.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში აკრედიტებული სამი ქვეყნის არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა.

დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ბაჰრეინის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) იბრაჰიმ იუსიფ ალ-აბდულამ, მექსიკის შეერთებული შტატების ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) ბერნარდო კორდოვა ტელიომ და ბენინის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) ისირაჯუ გომინა იბრაჰიმმა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ახლადდანიშნულ ელჩებთან და მათ წარმატებული საქმიანობა უსურვა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების რანგში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ბეჭდვა