ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
14:14 24.05.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრა ტეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ ყურადღება გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში აშშ-საქართველოს თანამშრომლობასა და პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა.

„წელს მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განზრახული, მათ შორის შესყიდვების ნაწილში. ბატონი მეტისის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ასევე, პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტმა მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობაზე გააკეთა აქცენტი. მისი განცხადებით, მეგობრობა ძლიერია, როდესაც ის საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება, ერთიანობა კი - პარტნიორობის სიძლიერეა.




ბეჭდვა