სოზარ სუბარმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა
სოზარ სუბარმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა
12:41 24.05.2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში თემაზე - საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლიდან დღემდე საჯარო ლექცია წაიკითხა.

დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, დევნილ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ 400 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ.

თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით დევნილთა და განსახლების სამინისტროში გაიარონ სტაჟირება.

ბეჭდვა