საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, სოფო კილაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივ
ები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას. მისივე თქმით, ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ, ქალაქში შემცირდება მავნე გამონაბოლქვი და მეორე მხრივ, მწვანე საფარის მოვლა თვისობრივად მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს.
„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის ორ ინიციატივას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის უფლების რეალიზებისთვის: დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ, ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა. ერთი მხრივ, ქალაქში შემცირდება მავნე გამონაბოლქვი და მეორე მხრივ, მწვანე საფარის მოვლა თვისობრივად მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს, რაც მწვანე საფარს უფრო მეტად გაზრდის ქალაქში.
ორივე ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას, რაც უკვე წლებია სერიოზული პრობლემაა და დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის” - აღნიშნა სოფო კილაძემ.
