უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
17:32 23.05.2018
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, უკრაინის უმაღლეს რადაში საარქივო მასალების გამოფენა- “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილესა და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში ჩატრდა.

გამოფენა ოფიციალურად გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრიი პარუბიმ.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატები.
გამოფენა 25 მაისამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.


ბეჭდვა