მადრიდში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
მადრიდში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
13:07 23.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ესპანეთში, ქ. მადრიდში საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ.ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, არგენტინის ტურიზმის მინისტრი გუსტავო სანტოსი, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი ხოსე მანუელ ოლგადო მერინო და ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი მატილდე ასიანი,ასევე ბიზნესის, კულტურის, მას-მედიის, მადრიდში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.


ბეჭდვა