ყაზბეგში სამორინეების მოწყობა სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლდა
ყაზბეგში სამორინეების მოწყობა სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლდა
18:09 16.07.2012
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამორინეების მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილება „სამორინეს მოწყობისთვის სანებართვო მოსაკრებლის, წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ უკვე ძალაშია.

დადგენილების თანახმად, სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ უცვლელი დარჩა, გარდა ახალციხის მუნიციპალიტეტისა, სადაც 100 ათასი ლარით განისაზღვრა.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ კანონში დღეს არსებული ნორმის თანახმად კი, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების, ასევე, კაზინოების (სამორინეების) მოწყობის ნებართვისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ბათუმისა, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) 5 000 000 ლარია დაწესებული.


ბეჭდვა