დავით ბაქრაძე: აშშ დგას საქართველოს გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად
დავით ბაქრაძე: აშშ დგას საქართველოს გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად
10:03 22.05.2018
ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განაცხადებით, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დასაცავად აშშ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ამის შესახებ ბაქარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრების შესახებ განაცხადა.

„აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად. საქართველო დგას აშშ-ის გვერდით ევროატლანტიკური უსაფრთხოების ასევე დემოკრატიული პრინციპების სადარაჯოზე. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ქარტია წარმოადგენს იმ ფორმატს რომელიც გვაძლევს ახალი გზების განხილვის შესაძლებლობას ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. სწორედ ამას მიეძღვნა ქარტიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც გამოჩნდა რომ ჩვენ გვაქვს მეტი პოტენციალი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გასულ კვირას ინიცირებული საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამის განხორციელების კვალდაკვალ, გვაქვს კიდევ მეტი პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმ ეკონომიკური პროექტების და კერძო პროექტების განხორციელების კვალდაკვალ როგორიც არის ანაკლია. მრავალმხრივ ურთიერთობებში ჩვენ ველით იმ პროგრესის დაფიქსირებას ნატო-ს სამიტზე, რაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა რომ საქართველოს გააჩნია. ამასთანავე რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ჩვენ ველით აშშ-ის მკაფიო მხარდაჭერას ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.


ბეჭდვა