ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
18:14 21.05.2018
პოლონეთში, საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სახე ლობის საეკლესიო საზოგადოების ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ვარშავის აჯანყების მუზეუმში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალი.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა. ღონისძიებას საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცერემონიალის შემდგომ, ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა გაიმართა.


ბეჭდვა