პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
განცხადებაში ის პრინციპებია ასახული, რომლებითაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მუშაობს.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში არის ასახული ის პრინციპები, რომლებითაც ვმუშაობთ ჩვენ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში და ზუსტად ამ პრინციპების შესაბამისად მზადდება დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.
ჩვენ დღეს გვქონდა დისკუსია, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპები, საერთო სულისკვეთება და ამ სულისკვეთებით მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფში“,- განაცხადა კობახიძემ.
„
