ვეფხვაძე - მთავრობას კონგენიალური აზრები გაუჩნდა
ვეფხვაძე - მთავრობას კონგენიალური აზრები გაუჩნდა
13:26 28.02.2012
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ქართული რეფორმების ექსპორტის იდეის გამო აკრიტიკებენ.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე "ქრისტიან–დემოკრატის" ვიცე–სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მთავრობას მორიგი კონგენიალური იდეა გაუჩნდა რეფორმების ექსპორტის სააგენტოს შექმნის სახით.

,,მთავრობას მორიგი კონგენიალური იდეა გაუჩნდა, რეფორმების ექსპორტის სააგენტოს შექმნის სახით, რითაც თანდათან მარქსისტებს ემსგავსებით. რეფორმების ექსპორტის დროს არ დაგავიწყდეთ, ინსტრუქციის სახით მიაყოლოთ, რაც ხდებოდა პატრულის რეფორმის პირველ დღეებში, რობაქიძისა და სხვა შემთხვევების სახით, არ დაგავიწყდეთ ელიტური კორუფციის შესახებაც", - მიმართა ვეფხვაძემ ხელისუფლებას.

მთავრობის ინიციატივით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო შეიქმნება, რომლის მთავრი მიზანი ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იქნება.

ბეჭდვა