საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის
იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება გაიმართა.
მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ და მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ, რაჯა დატო ნუშირვან ზაინალ აბიდინმა.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მალაიზიის სახელმწიფო უწყებების, მას-მედიის, მალაიზიური კომპანიების, კულტურის სფეროს და მალაიზიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარომადგენლები.
