ჩახვაძის შეფასებით, NDI-ს კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ველი და სპექტრი პოლარიზებულია
ჩახვაძის შეფასებით, NDI-ს კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ველი და სპექტრი პოლარიზებულია
15:31 16.07.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრის, დეპუტატის გურამ ჩახვაძის შეფასებით, NDI–ს კვლევებმა აჩვენა, რომ   პოლიტიკური ველი და სპექტრი პოლარიზებულია.

ამის შესახებ ჩახვაძემ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შეფასებისას განაცხადა.

„საფრთხე, რომლის შესახებ ედპ საუბრობდა სახეზეა - პოლიტიკური ველი და სპექტრი პოლარიზებულია. ჩვენ იმედს ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი გვისახავს, რომელიც საკმაოდ დიდია“ – აღნიშნა ჩახვაძემ.

მისივე თქმით, ზომიერი პარტიები, რომლებიც არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ მხარეს არიან, აქცენტს სწორედ ნეიტრალურ მოქალაქეებზე გააკეთებენ.

ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის პარტიების რეიტინგების კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36%, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 18% - „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, 2% კი - სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასახელებს.

გამოკითხვა 4-დან 22 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილება საქართველოს მასშტაბით 6 000 ადამიანზე მეტმა მიიღო.

ბეჭდვა