სეულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სეულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
16:14 17.05.2018
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სეულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასთან დაკავშირებული მოვლენების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით იმჟამინდელი ხელისუფლების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე საქართველოში არსებული ვითარების, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინის კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი მასალა.
ღონისძიებას კორეის საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ.



ბეჭდვა