ბაღათურიას შეფასებით, NDI-ს კვლევებს ლევან თარხნიშვილის კომპანია ატარებს
ბაღათურიას შეფასებით, NDI-ს კვლევებს ლევან თარხნიშვილის კომპანია ატარებს
15:03 16.07.2012
პარლამენტარი, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია NDI-ს უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა, მიაჩნია, რომ ორგანიზაციას კვლევების ჩასატარებლად დაქირავებული ჰყავს კომპანია, რომელსაც არჩევნების წარმატებით გამყალბებელი ხელმძღვანელობს.

„მე არაერთხელ ავუხსენი ლუის ნავაროს, რომ იმ კომპანიას, რომელსაც ისინი კვლევას უკვეთავენ, ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან თარხნიშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც წარმატებით გააყალბა არჩვენები და რომელიც მმართველი გუნდის მეგობარია“ - განაცხადა ბაღათურიამ დღეს პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ყველა სხვა კვლევა ადასტურებს, რომ მის პარტიას და პირადად მას არასოდეს ჰქონია ისეთი მაღალი რეიტინგი, როგორიც დღეს აქვს, მაშინ, როცა NDI-ის კვლევაში, ის და მისი პარტია მაღალი რეიტინგის მქონე სუბიექტებს შორის არ ფიგურირებენ.

NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ რესპოდენტთა 25%-მა არ იცის ვის დაუჭერს მხარს, 22%-ს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სურს პრეზიდენტად, 20% ხმას ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცემს. პასუხზე 17% უარს აცხადებს, ქდმ-ს ლიდერს გიორგი თარგამაძეს ხმა 4%-მა მისცა, 3% - არცერთ კანდიდატს უჭერს მხარს, ხოლო 3%-მა მხარი სხვა კანდიდატს დაუჭირა.

ბეჭდვა