ირაკლი კობახიძე ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
17:08 16.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და შავი ზღვის ეკონომიკურითანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტს, გრამოზ რუჩის შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრა სტამბულში, PABSEC-ის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში გაიმართა.





ბეჭდვა