დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს
საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
თამარ ბერუჩაშვილმა პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 24-31 მაისს, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია, ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობოთ საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის წევრებთან. ბრიტანელი პარლამენტარები ასევე დაესწრებიან საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
