საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
15:55 16.05.2018
ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს, როდოლფო ნინ ნოვოას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის,რომლის დროსაც მიმოხილული იქნა საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის საკითხებზე.

ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა მონტევიდეოს მერთან, დანიელ მარტინესთან და ურუგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ მონიკა ქსავიერთან. საქართელოს ელჩმა და ურუგვაის სენატორმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხები და ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის თემები.



ბეჭდვა