ჯონდი ბაღათურია ფასების ზრდას აპროტესტებს
ჯონდი ბაღათურია ფასების ზრდას აპროტესტებს
13:20 28.02.2012
"ქართული დასის" ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ბენზინზე, სახელმძღვანელოებსა და პურზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებს და ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაზე საუბრობს.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ განაცხადა, რომ მოსწავლეები ყოველ წელს სხვადასხვა წიგნებით სწავლობენ, რომლებიც ფასები 12-18 ლარი ღირს.

"შეიძლება ბავშვების ხარჯზე ფულის გაკეთება? თუ არ აქვს 12 ლარი, დედა-ენა აღარ უნდა ისწავლოს" ? – განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიამ საწვავის ფასებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კავკასიაში ყველაზე ძვირი ბენზინი საქართველოშია.

მისივე თქმით, აზერბაიჯანში ბენზინი დაახლოებით 80 თეთრი ღირს, მისი საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯი კი, მაქსიმუმ ოცი თეთრია.

"ბენზინზე ასეთი მაღალი ფასები გამოწვეულია პრეზიდენტის პირადი დაინტერესებით. ის პრეზიდენტის და მის ოჯახის ინეტერესებს ემსახურება" – განაცხადა ბაღათურიამ.

"ქართული დასის" ლიდერმა ხორბლის მონოპოლიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ხორბალი გაიაფდა, საქართველოში კი, ისევ ყველაზე ძვირია.

ბაღათურიას თქმით, ხელისუფლებას არ ახსოვს, რომ 2 მილიონ 100 ათასი ადამიანი მხოლოდ პურზე და წყალზე ცხოვრობს.

ბეჭდვა