საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია, კოოპერატივებისგან დაზარალებულთათვის თბილისის მერიის ინიციატივას ეხმაურება.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მერიამ გამონახა გზა კოოპერატივებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად.
“წლების განმავლობაში გვესმის ეს თემა, როგორც გადაუჭრელი პრობლემა, რომელმაც დააზარალა ასობით კეთილსინდისიერი ოჯახი, წლებია ეს თემა ღია და აქტუალურ გამოწვევად რჩებოდა თბილისში და გულწრფელად მიხარია რომ მერიამ ახერხებს ამ მოქალაქეების დახმარებას. ვულოცავ მერიას და კიდევ უფრო მეტად ვულოცავ მოქალაქეებს"-განაცხადა გაბუნიამ.
ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს საკუთრების უფლება აღუდგებათ - თბილისში მშენებლობისთვის 16 ჰექტარი გამოიყოფა. ამ გზით თავდაპირველად 800 და ჯამში 3000 ოჯახი დაკმაყოფილდება.
