პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი ჟეშუვშს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ჟეშუვის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სახელწოდებით - "100 years of Independence Poland - Georgia" . ილია დარჩიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოსა და პოლონეთის ასწლოვანი ურთიერთობების შესახებ.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა ჟეშუვის მერთან ტადეუშ ფერენცთან.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განხილულ იქნა ორი ქვეყნის ქალაქებს შორის ურთიერთანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობა.
ელჩმა, ასევე, მოინახულა რეგიონში არსებული ყველაზე დიდი სპეციალური ეკონომიკური ზონა Rzeszów-Dworzysko და პოდკარპაჩიეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკი.
