გამყრელიძემ რუსთავში ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
გამყრელიძემ რუსთავში ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
14:02 16.07.2012
პარტია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რუსთავის, გარდაბნის და დმანისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, რუსთავში "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატი ნარგიზი ტაბატაძე იქნება.
გარდაბანში "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარობის კანდიდატად გამყრელიძემ სოსო ივანაური დაასახელა, რომელიც ამავე რაიონში „მემარჯვენეების“ რაიონულ ორგანიზაციას 2002 წლიდან ხელმძღვანელობს, ხოლო დმანისში - კარლო ნიკოლოზიანი.
გამყრელიძის განცხადებით, კანდიდატების შერჩევისას აქცენტი გუნდის წევრებზე, მათ პროფესიონალიზმზე, ადგილობრივი პრობლემების ცოდნასა და მათი მოგვარების უნარზე გაკეთდა.


ბეჭდვა