„ქართული ოცნება“ მორიგი აქციის ჩატარების ადგილს და დროს არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დაასახელებს
„ქართული ოცნება“ მორიგი აქციის ჩატარების ადგილს და დროს არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დაასახელებს
13:39 16.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მორიგი წინასაარჩვენო აქციის ჩატარების ადგილს და დროს არჩევნების  თარიღის გამოცხადების შემდეგ დაასახელებს.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დაინიშნება, შესაბამისად, თუ ასე მოხდა, ამის შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში უნდა გაკეთდეს.

„ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებამ, შესაძლოა, რაღაც კორექტივები შეიტანოს ჩვენს გეგმებში. აქედან გამომდაინარე, თავი შევიკავეთ მომავალი აქციის ადგილისა და დროის დასახლებისგან“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციები ქუთაისში, თბილისში, ოზურგეთში, მცხეთაში და გორში უკვე გაიმართა. სავარაუდოდ, შემდეგი რეგიონი კახეთი იქნება.

ბეჭდვა