უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ
ერთხელ დაამტკიცა რომ, მისი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატის გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებაა.
მისი თქმით, ეს გამოიხატა როგორც 11 მაისის ღონისძიების დროს, ასევე გუშინდელ აქციაზე.
"შსს და მთლიანად სახელმწიფოს ქმედებებში იკითხებოდა მუდმივად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა,ასევე სიტყვისა და აზრისა გამოხატვის უფლების ზედმიწევნით დაცვა! ამ ორი უფლების უნაკლო დაცვა,ჩვენს სახელმწიფოს თითქმის არასდროს გამოსვლია ერთდროულად.მუდმივად ირღვეოდა და ფეხქვეშ ითელებოდა უსაფრთხოების დაცვის იმპულსით მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. ჩემი აზრით გუშინდელი დღის შემდგომ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი დმკვიდრდა. ამ ტემპით და პრინციპების დაცვით საქართველო ძალიან მალე, ამაყად,დაიბრუნებს თავის ისტორიულ ადგილს, დემოკრატიულ,ევროპულ სახელმწიფოთა შორის"- განაცხადა ზარდიაშვილმა.
