საპარლამენტო დელეგაციის, ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრების:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკის კონგრესის წევრებთან პიტერ როსკამთან, დევიდ ფრაისთან და სკოტ პერისთან, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების დეპარტამენტის მოადგილესთან - ჯენ ბოროსთან.
დელეგაციამ ასევე, შეხვედრები გამართა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის: NED-ის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორთან - მირიამ ლანსკოისთან, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან - სტეფან ნიქსთან, Hერიტაგე Fოუნდატიონ-ის წამყვან ექსპერტთან- ლუკ კოფისთან და ჰადსონის ინსტიტუტის (Hუდსონ Iნსტიტუტე) წამყვან ექსპერტებთან - რიჩარდ ვეითზთან, ბრუს ჯექსონთან და კრეიგ კენედისთან.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, საქართველოს როლს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებს, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობებსა და პროცესებს, ასევე რუსული პროპაგანდიდან მომდინარე საფრთხეებს.
ასევე, მხარეებმა განიხილეს კვლევით ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობა და მთავრობის ახალი "სამშვიდობო ინიციატივა".
ვიზიტი IღI-ის ოფიციალური მოწვევით განხორციელდა.
