დავით მათიკაშვილი: ხელისუფლებამ შეძლო ერთი მხრივ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მეორე მხრივ - სახელმწიფოს ინტერესების დაცვა
დავით მათიკაშვილი: ხელისუფლებამ შეძლო ერთი მხრივ ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მეორე მხრივ - სახელმწიფოს ინტერესების დაცვა
15:11 14.05.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ შეძლო ოქროს შუალედის დაცვა, ერთი მხრივ ახალგაზრდობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ინტერესის განხორციელების თვალსაზრისით.
მათიკაშვილმა გახარიას მადლობა გადაუხადა.

„რთული პოლიტიკური პროცესების მართვა, დემოკრატიული მმართველობის პირობებში საკმაოდ ძნელია. სწორედ ასეთი რთული ამოცანის ამოსახსნელად ქვეყნის ხელისუფლებამ ფილიგრანულად იმოქმედა და შეძლო ოქროს შუალედის დაცვა, ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ინტერესის განხორციელების თვალსაზრისით.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს გიორგი გახარიას!!“- განაცხადა მათიკაშილმა.






ბეჭდვა