საბერძნეთის, ირლანდიის და უნგრეთის დიპლომატიური გამოცემები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სპეციალურ პუბლიკაციებს აქვეყნებენ
საბერძნეთის, ირლანდიის და უნგრეთის დიპლომატიური გამოცემები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სპეციალურ პუბლიკაციებს აქვეყნებენ
11:45 14.05.2018
საბერძნეთის, ირლანდიის და უნგრეთის დიპლომატიური გამოცემები საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ პუბლიკაციებს აქვეყნებენ.
სტატიებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიული წარსულის პარალელურად საუბარია საქართველოს თანამედროვეობაზე, მისი განვითარების დინამიკასა და საგარო პოლიტიკურ ამოცანებზე.

ირლანდიის დიპლომატიურ ჟუნალში „Dioplomat” გამოქვეყნდა ირლანდიაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილისა სტატია „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მიმოხილვა ასწლეულის გადმოსახედიდან“, გიორგი ზურაბაშვილმა თავის სტატიაში ისაუბრა საქართველოში 1918-1921 წლებში მიმდინარე მოვლენებზე, დამოუკიდებლობის სამწლიან ისტორიაზე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელწიფოს ფასეულობებზე, რაც ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, პოლიტიკურ პლურალიზმს ეფუძნებოდა. სტატიაში ყურადღება არის გამახვილებული იმ პერიოდში საქართველოს, როგორც ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიაზე. ქართველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ასევე თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევებსა და მისწრაფებებზე.



საბერძნეთის დიპლომატიურ გამოცემაში ასევე გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან. ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული ტრანსფორმაციის 100 წლიან გზაზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საქართველოს ევროპულ არჩევანზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით გადაგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.



უნგრეთში გამომავალ ჟურნალ „Diplomata”-ს მაისის ნომერში ასევე გამოქვეყნდა უნგრეთში საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის ინტერვიუ, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. ინტერვიუში დიპლომატმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესზე, ქვეყანაში დღეს არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.









ბეჭდვა