სიმონ ნოზაძე: კარგია, რომ პრეზიდენტმა მის მიერ გაკრიტიკებულ კანონს ვეტო არ დაადო
სიმონ ნოზაძე: კარგია, რომ  პრეზიდენტმა  მის მიერ გაკრიტიკებულ კანონს ვეტო არ დაადო
13:49 11.05.2018
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს დადებას ითხოვდნენ.
ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი სიმონ ნოზაძე აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:


,,კარგია პრეზიდენტი რადგან მიხვდა, რომ ეს კანონი არ იყო გასაკრიტიკებელი, ხელი მოაწერა და არ დაადო ვეტო მის მიერ გაკრიტიკებულ კანონს. მეორე მხრივ ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ ვეტოს დადებას, რითაც თავი ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს - ხელმოწერილ კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნაზე კომენტარიც კი ზედმეტია", - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.


პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა.


ბეჭდვა