ეკა ბესელია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა
ეკა ბესელია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა
20:17 09.05.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო და მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში პარლამენტის თანამშრომლობაზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID).


განხილული იყო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმების შექმნის საკითხი.


სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ექსპერტული დახმარება გაუწიონ პარლამენტს სხვადასხვა მიმართულებით.​


ბეჭდვა