ეკა ბესელია შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
ეკა ბესელია შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
20:15 09.05.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავები კუთხით.

განხილული იყო საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს საქართველოს რეგიონებში ქალი მეწარმეების გაძლიერებას.


ბეჭდვა