ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს
11:57 09.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა.

"რა თქმა უნდა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს. ამაში გადამწყვეტია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ძალისხმევა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დარწმუნებულ ვარ, რომ საბოლოოდ, მათი მხარდაჭერით და თანადგომით ეს პრობლემა მოგვარდება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბეჭდვა