ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობას ახალი წარწერა ამშვენებს - Sakartvelo Ambasada
ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობას ახალი წარწერა ამშვენებს - Sakartvelo Ambasada
10:09 08.05.2018
ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამიერიდან ლიტვურ ენაში საქართველოს ოფიციალური დასახელება არის Sakartvelo. ლიტვის რესპუბლიკამ ეს საჩუქარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.



ახალი დასახელების აღმნიშვნელი სიმბოლიკა ამიერიდან ოფიცილაურად დაამშვენებს საქართველოს საელჩოს ვილნიუსში.
ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობაზე გაიხსნა სანიშნე დაფა ახალი დასახელებით „Sakartvelo Ambasada“ (საქართველოს საელჩო). გახსნის ცერემონია ქართული მრავალხმიანი სიმღერით დაამშვენეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა სოლისტების ანსამბლმა „სულიკო“-მ. ცერემონიაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ლიტვის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.



გახსნის ცერემონია ფართოდ გაშუქდა ლიტვის მედია სივრცეში, ასევე შედგა საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის ინტერვიუ ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებელთან.

ბეჭდვა