ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ იცნობს
ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ იცნობს
20:43 15.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ იცნობს.

როგორც ივანიშვილმა გორში დღევანდელი აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა, კოალიციისთვის ქუთაისისა და თბილისის შემდეგ, ძალიან პრინციპული იყო გორის აქცია.

„სააკაშვილმა ბოლომდე აჩვენა თავისი სახე, რომ ამ კაცს მხოლოდ ქვების სროლა შეუძლია, ჩვენი ხელისუფლება არ იცნობს თავის ხალხს, მით უმეტეს, ქართლელებს არც საქართველოს ისტორია იციან, თორემ მიხვდებოდნენ, რომ ქართლის გატეხვა არ შეიძლება“- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს კოალიცია წინ გაუძღვება და სააკაშვილის ხელისუფლება ვერ შეძლებს მათ სწორი გზიდან გაადაახვევინოს. ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ხელისუფლებასა და მის მომხრეებს მოუწოდა ხალხს მოეფერონ და საკუთარ მომავალს გაუფრთხილდნენ.




ბეჭდვა