„ქართული ოცნების" შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელდნენ
„ქართული ოცნების" შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  უკვე დასახელდნენ
20:03 15.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ აქციაზე კოალიციიდან შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
მისი თქმით, "ქართული ოცნებიდან" გორში კენჭს სოსო ვახტანგიშვილი იყრის, რომელიც კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ყოფილი წევრია.
ქარელში კოალიციის მაჟორიტარი ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იქნება, ხაშურში - ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, კასპში კი - ეკონომისტი დავით ონოფრიშვილი.
გორში კოალიციის აქცია უკვე დასრულებულია.

ბეჭდვა