აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი
11:40 04.05.2018
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჰიზერ ნოიერტის განცახდებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ უეს მიტჩელმა საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურ, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.

ამის შესახებ პრესმდივანმა მიტჩელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„საქართველოში ვიზიტის დროს ვეს მიტჩელმა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი.

უეს მიტჩელმა მოინახულა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, სადაც ამჟამად, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით, რუსული ჯარები იმყოფებიან“-განაცხადა ჰიზერ ნოიერტიმ.

ბეჭდვა