ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერგნეთის ბაზრობის აღდგენას აპირებს
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერგნეთის ბაზრობის აღდგენას აპირებს
19:48 15.07.2012
ქართულ-ოსური ურთიერთობის აღდგენასა და ერგნეთის ბაზრობის გახსნაზე ისაუბრა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში მიმდინარე აქციაზე.

„ერგნეთის ბაზრობის დახურვა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ოდნავ მაინც რომ ეფიქრა ხელისუფლებას, ასე ხელაღებით ამ ბაზრობას არ დახურავდა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს და აახლოებს ადამიანებს და ერგნეთის ბაზრობის არსებობის დროს ქართულ-ოსური ურთიერთობები ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა.

„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ კანონის ფარგლებში, ლეგალურად აღვადგენთ ერგენთის ბაზრობას. ყველაფერს გულსიყურით გავთვლით და ყველა საფრთხეს გავითვალისწინებთ. მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა დაიწყება და ურთიერთობაც ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება“ - განაცახდა ივანიშვილმა.


ბეჭდვა