მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე
მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე
15:58 03.05.2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში პლენალურ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების კითხვებს გაექცა, ხოლო ახლა დებატებს არიდებს თავს.
ასე გამოეხმაურა მდინარაძე პრეზიდენტის უარს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შესახებ.

„გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე“,- განაცხადა მდინარაძემ.



მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ პრეზიდენტს არ სურს საკუთარ საქმიანობაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას.



„მგონი, ვინც ადევნებს ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს, ვრცელი განმარტება მისთვის საჭირო არ არის. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან სამწუხაროა, გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე, ამიტომ მან დღეს უარი თქვა ამ დებატებზე. ეს იმას მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ხუთი წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პრეზიდენტისა, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს თავისი საქმიანობის შესახებ, მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას“,-განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.



ბეჭდვა