საქართველოს ელჩმა პანამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა პანამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
12:51 03.05.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პანამის რესპუბლიკაში ზურაბ ერისთავმა ქვეყნის პრეზიდენტ, ხუან კარლოს ვარელა როდრიგესს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და პანამის პრეზიდენტს შორის,რომლის დროსაც მიმოხილულ იქნა საქართველოსა და პანამის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. პანამის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
სიგელების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდა პანამის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ისაბელ სანტ მალო დე ალვარადო და საქართველოს საპატიო კონსული პანამის რესპუბლიკაში, ერასმო პინილია.



ბეჭდვა