გიორგი აბაშიშვილი: სულ ვეკითხები მარგველაშვილს, იქნება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ არ მპასუხობს
 გიორგი აბაშიშვილი: სულ ვეკითხები მარგველაშვილს, იქნება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ არ მპასუხობს
12:23 03.05.2018
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი, მისთვის უცნობია.
მისივე თქმით, მარგველაშვილი მომავალშიც პოლიტიკურად აქტიურ ფიგურად დარჩება.
„იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატი -ეს კითხვა მგონი პრეზიდენტის მისამართითაა. სულ ვეკითხები მეც და არ მპასუხობს.
პოლიტიკურ სივრცეში აქტიურია. მე მომწონს მისი აქტიურობა. აქტიური იქნება მომავალშიც“- განაცხადა აბაშიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჯურნალისტთან საუბრისას.

ბეჭდვა