ერგნეთთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
როგორც კოალიციის პრესსამსახურში აცხადებენ,
პოლიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მათივე თქმით, დანარჩენი დეტალები ამ წუთებში ზუსტდება და სრული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე უკვე იმყოფებიან კოალიციის ლიდერები, ისინი „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.
