პარლამენტმა რეგლამენტიდან გადახვევისა და დებატების ფორმის შეცვლის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი
მარგველაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რეგლამენტის შეცვლის საკითხს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო პარლამენტართა უმრავლესობა, 50 მათგანი ამის წინააღმდეგ წავიდა.
სხდომა არსებული განრიგით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სხდომის ფორმატი გახდა, სადაც მისი თქმით, დეპუტატებთან უშუალო დისკუსიის საშუალება არ ჰქონდა. მან ამ ფორმატიდან გადახვევა ითხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძისგან უარი მიიღო.
