სოზარ სუბარი: ვერ დავეთანხმები პრეზიდენტს, რომ ახალმა კონსტიტუციამ უკან დასწია დემოკრატია
სოზარ სუბარი: ვერ დავეთანხმები პრეზიდენტს, რომ ახალმა კონსტიტუციამ უკან დასწია დემოკრატია
14:55 02.05.2018
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, კარგი ფაქტია, რომ პრეზინდენტმა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წელს და მის შემდგომ არსებული გარღვევების შესახებ აღიარა.

ამის შესახებ სუბარმა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ იმ გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ამ რანგში მისთვის ბოლოა.

„ერთი კარგია, მან აღიარა, რომ 2012 წელი და იმის შემდგომი პერიოდი იყო გარღვევა ადამიანის უფლებების კუთხით, თუმცა ვერანაირად ვერ გავიზიარებ მის შეხედულებას, თითქოს ახალმა კონსტიტუციამ გარკვეული მიმართულებით უკან დასწია დემოკრატია. პირიქით - ახალი კონსტისტუცია არის გარანტი იმისა რომ დემოკრატია გაძლიერდა“- განაცხადა სუბარმა.

ბეჭდვა