სოფო კილაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს უმასპინძლა.
შეხვედრის თემას კომიტეტში მიმდინარე მთავრი პროექტები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვის კოდექსზე, რომელიც კომიტეტში დამუშავების ეტაპზეა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც ევროსაბჭო გამოხატავს კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით. ბატონი კრისტიანი დაინტერესდა ბავშვის კოდექსზე მიმდინარე სამუშაოებით, რაზეც დეტალური ინფორმაცია მივაწოდე.
შეფასებისთვის, მინდა გითხრათ, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა."-განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
