საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სატელეფონო
საუბარი გამართა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიირტოსთან.
საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ პიტერ სიიარტოს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის გამარჯვება მიულოცა. მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის იმ მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.
მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ლიბიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისთვის და აღნიშნა უნგრეთის მხარის აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა ამ მიმართულებით.
საუბრის დასასრულს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პიტერ სიიარტოს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.
