საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიშს
ბოლოჯერ წარადგენს.
ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს პრეზიდენტისგან მისი მოღვაწეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის გახმაურებული შეწყალების საკითხებშიც.
