პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე
ტოვებს.
საგანელიძის განცხადებით, ის ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად პოლიტიკაში არ ერეოდა და არც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა.
„სწორია, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გადახალისება მოხდეს. ახალი სახეებიც აუცილებელია პოლიტიკაში. მე პრაქტიკულად 2 წელიწადზე მეტია არ ვარ პოლიტიკაში. ფორმალურად პოლიტსაბჭოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ფონდს ვხელმძღვანელობ, არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია. მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს ამ განცხადებას, რომ სჯობს, პოლიტსაბჭოს წევრი არ ვიყო“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
