კახა კალაძე: NDI-ს რეპუტაცია აქვს დაკარგული
კახა კალაძე: NDI-ს რეპუტაცია აქვს დაკარგული
16:05 30.04.2018
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევებს რეპუტაცია დაკარგული აქვს.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგები ყველაფერზე უკეთ მეტყველებს.
ამისა შესახებ კალაძემ NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა.

„ჩვენი მიდგომები იცით NDI-სთან დაკავშირებით. მოყოლებული 2012 წლიდან ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ჩვენ გვახსოვს მათი კვლევები. 2012 წელი ავიღოთ თუნდაც. თუნდაც ყველა არჩევნები, ხო არსებობს ამისი სტატისტიკა, შეგიძლიათ აიღოთ , ნახოთ მათ მიერ ჩატარებული კვლევები რას გვეუბნებოდა. კვლევა რა არის?!-ზოგადად, აჩვენებს მოსახლეობის განწყობას და დამოკიდებულებას. რა შედეგებით მთავრდებოდა არჩევნები?!- შესაბამისად ამით ყველაფერი არის ნათქვამი“ - განაცხადა კახი კალაძემ.

ბეჭდვა