გამოკითხული მოსახლეობის 59% საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს
გამოკითხული მოსახლეობის 59% საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს
11:37 30.04.2018
NDI-ის კვლევების შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 59% ეროვნული უსაფრთხოების კუთხით საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს.
ასე არ თვლის 37%, ხოლო 4% ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

ბეჭდვა